კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, კარლო კოპალიანს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა. კოპალიანისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას 76-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ორი კი წინააღმდეგი იყო.

მან მადლობა გადაუხადა ამომრჩევლებს, საპარლამენტო გუნდსა და ბიძინა ივანიშვილს.

კარლო კოპალიანი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერად აირჩიეს და სწორედ ამიტომ დატოვა დეპუტატის მანდატი.

https://mcm.ge/უმრავლესობის-წევრი-კარლო/

მსგავსი თემები