ირაკლი მეზურნიშვილი: უმუშევრობის დონემ საქართველოში ისტორიულ მინიმუმს მიაღწია

“საქართველო განვითარების სწორ გზაზე დგას. 2018 წლის მონაცემებით უმუშევრობის დონემ საქართველოში უკანასკნელი 15 წლის განმავლობაში, ისტორიულ მინიმუმს მიაღწია, – ამის შესახებ კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

მისი თქმით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ, პირველად გადაუსწრო თვითდასაქმებულთა რაოდენობას, რაც ბოლოდროინდელი რეფორმების შედეგიანობაზე მეტყველებს.

“წინა წელთან შედარებით უმუშევრობის აბსოლუტური მაჩვენებელი 276 ათასიდან 245 ათასამდეა შემცირებული.

დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ კი პირველად გადაუსწრო თვითდასაქმებულთა რაოდენობას და 50.8 პროცენტი შეადგინა. ცნობისთვის 5 წლის წინ ეს მაჩვენებელი 42.5 პროცენტს შეადგენდა, 10 წლის წინ კი მხოლოდ და მხოლოდ 39 პროცენტს უდრიდა.

აღნიშნული შედეგები ბოლო დროინდელი რეფორმების სისწორეზე მეტყველებს და კიდევ უფრო მეტად ხელშესახებ შედეგებს მოიტანს, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს მიერ დაანონსებული, ყოველწლიურად 50 ათასამდე ადამიანის პროფესიული გადამზადების პირობებში”, – წერს ირაკლი მეზურნიშვილი.

მსგავსი თემები