ინაუგირაციის ერთ-ერთი ლოკაცია შესაძლოა მთაწმინდაც იყოს

საქართველოს პრეზდენტის ინაუგირაცია რამდენიმე ნაწილად დაიყოფა, რომელიც სხვადასხვა ქალაქებში გადანაწილდება. ღონისძიების საბოლოო სცენარი ინაუგირაციამდე 1 კვირით ადრე ჯერ კიდევ კიდევ არ არსებობს, თუმცა, ცნობილია, რომ თავად ახლად არჩეულ პრეზიდენტის სურვილია, ღონისძიების თუნდაც სიმბოლური ნაწილი დედაქალაქშიც გაიმართოს.

„პრეზიდენტის სურვილია, იმ რიტუალურ ღონისძიებებში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც, ადრე, ბრძანებულებით იყო გაწერილი. ეს შეიძლება იყოს თბილისში, მთაწმინდის პანთეონი, გმირთა მემორიალი ან სხვაგან. კონკრეტულ ლოკაციაზე დადასტურებით ვერაფერს გეტყვით. მთავარია, ინაუგურაცია იყოს ლამაზი, მაგრამ არა პომპეზური“, განაცხადა პრეზიდენტის ინაუგურაციის საკითხზე შექმნილი კომისიის თავმჯდომარემ კახი კახიშვილმა ჟურნალისტებთან.

მსგავსი თემები