„ილია ჭავჭავაძე სხდომიდან სხდომამდე უფრო დამწუხრებული გამოიყურება“ – ლევან კობერიძე

“ილია ჭავჭავაძე სხდომიდან სხდომამდე უფრო დამწუხრებული გამოიყურება, იმ ყველაფრის გამო, რაც სამწუხაროდ ამ დარბაზში ხდება” – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.

მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში მიმდინარეობს.

ლევან კობერიძეს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი გამოეხმაურა:” სურათს ამჩნევთ ემოციებს ბატონო ლევან”?

ლევან კობერიძე: “რომ დააკვირდეთ სურათს, და ამოიღოთ პირველი და ბოლო სხდომის კადრები, ასეა…”

მსგავსი თემები