თუ ინფიცირებულების რაოდენობა გაიზრდება და საწოლები ამოიწურება, მათ სახლში დატოვებენ და ადგილზე უმკურნალებენ

„დარჩით სახლში მაშინაც კი თუ ავად ხართ და ვირუსის სიმპტომები გაქვთ“ – ეს განცხადება ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ გააკეთა და მსოფლიო პრაქტიკა მოიყვანა, თუ როგორ მკურნალობენ დაინფიცირებულებს საკუთარ სახლში. მისივე თქმით, საქართველოში ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშ მოხდება, თუ საავადმყოფოებში საწოლები გადაივსება.

„მთელ რიგ შემთხვევებში, ასე ხდება. თუ ადამიანს ვირუსის სიმპტომები აქვს, მაინც ტოვებენ სახლშ. თუ ძალიან დამძიმდება, სუნთქვის უკმარისობა განვითარდება და ადამიანები იხრჩობიან, მაშინ გადაჰყავთ, რადგან ქვეყანას რესურსი არ ყოფნის. ასეთია მსოფლიო პრაქტიკა. ჩვენთან, შესაძლებელია, მსუბუქ პაციენტებს სახლშიც ვუმკურნალოთ. თითქმის ყველა ქვეყანა, სადაც კატასტროფულად იზრდება შემთხვევები, ამ გზას მიმართავს. მაგრამ, ეს ძალინ კარგი არ არის, ეს არ არის კარგი ცხოვრებით გამოწვეულ. ეს გამოწვეულია იმით, რომ კლინიკებისა და ექიმების რესურსი არ არის საკმარისი“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისვე ინფორმაციით, საქართველო ამ გზას მხოლოდ მაშინ მიმართავს, თუ საავადმყოფოებში ადგილები ამოიწურება.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გამოყოფილი საწოლების ფონდი – 440 საწოლი ამ ეტაპზე, სანამ არ ამოიწურება, მანამდე არ მივეცით რეკომენდაცია ბინაზე მკურნალობის. როცა ეს საწოლები შეივსება, მაშინ გადავალთ ამ მოდელზე და მსუბუქ პაციენტებს ვუმკურნალებთ ბინაზე, თუმცა, ამ ეტაპისთვის მსგავსი საჭიროება არ არსებობს“, – განაცხადა მან.       

მისივე ინფორმაციით, დაინფიცირების ასეულ შემთხვევებს ელოდებიან, თუმცა, ათასეულებს – არა.   

მსგავსი თემები