„თითქმის მომიკლა შვილიშვილი, შემეცოდოს? ვერ გადარჩება, აგოს პასუხი“ – გოგი თოფაძე

ამ დრომდე, გოგი თოფაძის სახლში, სადაც მისი შვილიშვილი დაჭრეს, სისხლის კვალია. სამართალდამცველები მას ჯერჯერობით ნებას არ რთავენ, ოთახი, სადაც დაჭრის ფაქტი მოხდა, გაასუფთავოს, რადგანაც საგამოძიებო მოქმედებები ჯერ არ დასრულებულა.

რა არის ცივი იარაღი, რითაც ბასა ჟვანიამ თოფაძე დაჭრა, ამ დრომდე არ არის ცნობილი. ერთ-ერთი ინფორმაციით, იარაღი შესაძლოა, მაკრატელი იყოს.

როგორც გოგი თოფაძე ამბობს, ბასა ჟვანია თავის მივიდა საავადმყოფოში და ის დაზიანებული არ ყოფილა. მისივე თქმით მას გაჩუმებას სთხოვენ.

„ყველამ კარგად იცის, რაც გააკეთა და პასუხი უნდა აგოს. ვიღაცეები მირეკავენ და მთხოვენ, რომ ბავშვი გადარჩა და არ ვიხმაურო და არ ვილაპარაკო. ყველასთან დავამთავრე საუბარი, რაც გააკეთა პასუხი უნდა აგოს. მით, უმეტეს, ეს მისთვის პირველი შემთხვევა არ არის. ის კაცი, ვინც ეს ჩაიდინა, დილის 9-ის ნახევარზე მოვარდა საავადმყოფოში, შევარდა, წელზე გაიკეთა რაღაც, ვითომ დაჭრილია. საღამოს კიდევ მოვიდა და დაწვა საავადმყოფოში და საავადმყოფოდან წაიყვანეს. ეს სპეციალურად გააკეთა, რომ გადარჩეს, მაგრამ, ვერ გადარჩება“ – აცხადებს გოგი თოფაძე.

შეგახსენებთ, რომ გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრისთვის ზურაბ ჟვანიას შვილი დააკავეს.  

მსგავსი თემები