თბილისში ხე-მცენარეებს დარგავენ

თბილისში დაავადებული და გამხმარი ფიჭვების სანაცვლოდ ახალ და ჯანსაღ ხე-მცენარეებს დარგავენ.

როგორც დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადეს, ხეების დარგვა ამ ეტაპზე კარტოზია-ცინცაძის ქუჩების მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

“კარტოზია-ცინცაძის ქუჩების ტერიტორიაზე ჯამში 60 ძირი, 4 მეტრზე მაღალი უნაყოფო თუთა დაირგვება. გასულ წელს, სანიტარიული ჭრების ფარგლებში მოჭრილი ფიჭვების ნაცვლად ახალი და ჯანსაღი ხეები აღმაშენებლის გამზირზე, ყაზბეგის გამზირზე და დიდუბის ხიდთან დაირგო,”-განაცხადეს  მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურში.

სამუშაოებს თბილისის მერიის შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.

მსგავსი თემები