თბილისში, ჩიქოვანის ქუჩაზე ავტომობილის საპარკინგე სივცრეები მოწესრიგდება 

თბილისის საბურთალოს რაიონში, საავტომობილო ნაკადებით ინტენსიურად დატვირთული სიმონ ჩიქოვანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში იგეგმება საპარკინგე სივრცეებისა და ტროტუარების მოწესრიგება, მოეწყობა ახალი სანიაღვრე სისტემა. აშენდება 2 საყრდენი კედელი, შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებული მონაკვეთები. ტროტუარებზე მოეწყობა შშმ პირთათვის ადაპტირებული გადასასვლელები, შეიცვლება გარე განათების ბოძები და დამონტაჟდება ახალი განათებები.

​როგორც თბილისი მერმა კახა კალაძემ ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოების ადგილზე დათვალიერებისას განაცხადა, ჩიქოვანის ქუჩა საკმაოდ ვიწრო ქუჩაა, ის დატვირთულია ინტენსიური მოძრაობით და ქვეითებისთვის ძალიან რთულია გაადგილება. ქუჩის სივიწროვის გამო ვერ ხერხდება მასზე მოძრაობის საერთოდ შეზღუდვა, ამიტომ სამუშაოები რამდენიმე ნაწილად დაიყო. თავდაპირველად ქუჩის ერთი ნაწილი მოწესრიგდება, შემდეგ კი მეორე. სამუშაოები ნოემბერში დასრულდება.

​კალაძის თქმთ, პროექტის ფარგლებში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყლისა და წყალარინების ქსელების დაზიანებული მონაკვეთებს შეცვლის.

როგორც “მთავარს” თბილისის მერიაში განუცხადეს, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით ორ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბლექ სი გრუპი“ აწარმოებს.

მსგავსი თემები