თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში, ამ ეტაპზე 27 პაციენტი რჩება

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალ კორონავირუსზე კიდევ რვა პაციენტის გამოკვლევის შედეგები ცნობილია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ უდასტურდება. 

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ 13 პაციენტი შეიყვანეს, რომელთაც სინჯი უკვე აუღეს. ტესტის პასუხები ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი. 

„ამ ეტაპზე გვყავს 27 პაციენტი. დილით აღებული იქნა რვა პაციენტზე ტესტირება კორონავირუსზე და მიღებულია რვავესთან უარყოფითი პასუხი. რვა პაციენტის მერე შემოვიდა კიდევ დაახლოებით 13-მდე პაციენტი და ამ პაციენტებს ახლა აუღებენ ანალიზს. დილისკენ გვეცოდინება მათი პასუხი.

დღეს შემოყვანილი 13 პაციენტი საქართველოს მოქალაქეები არიან. ერთი მათგანი ირანიდან არის შემოსული, დანარჩენები კი იტალიიდან. რაც შეეხება იმ სამ პაციენტს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, მათი მდგომარეობა საბედნიეროდ, სტაბილურია და დაავადების პროგრესირება არ ვლინდება“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები