ზუგდიდის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზუგდიდში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა,“ – ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული დ.შ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ზუგდიდში დააკავეს:

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი, ავტომანქანის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალებები – “მეტადონი” და “ლირიკა” ამოიღეს. ასევე, ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დაკავებულის პირადი ავტომანქანა, 6785 აშშ დოლარი და 500 ევრო.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს,“ – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით დაკავებული “ტყის ძმების” მეთაურის დათო შენგელიას შვილია.

https://mcm.ge/%e1%83%96%e1%83%a3%e1%83%92%e1%83%93%e1%83%98%e1%83%93%e1%83%a8%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%9d%e1%83%9e%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%98%e1%83%a1/

მსგავსი თემები