“ზოგი რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ზოგი კი ჩირგვებში იჯდა” _ ბესელია თანაგუნდელებზე

ეკა ბესელიამ პარლამენტის სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გუნდში არიან ის ადამიანები, ვისაც წინა ხელისუფლების პერიოდში ხმა არ აუმაღლებიათ.

“პოლიტიკაში არის წარსული და წარსულით იზომება პოლიტიკოსი დღესაც. ის ადამიანები, რომლებიც იმ რეჟიმის წინააღმდეგ ვიბრძოდით, ზოგი ჩირგვებში იჯდა, ზოგი მართლა გოგლი-მოგლს ჭამდა, ოღონდ ცუდი არ არის გოგლი-მოგლი უბრალოდ ცუდ დროს არ უნდა მიირთვა და ზოგი იმ ჩირგვებიდან ისროდა. ის ადამიანები კი რამდენიმე დღეს ამ გუნდში აღმოჩნდა.

2016 წლის შედეგებია ეს. საკუთარი თავი დაინახოს ყველამ. არასოდეს არ მექნება საერთო ოცნებას დაირქმევს ახლა ის ადამიანი, თუ კიდევ სუპერ ოცნებას არასოდეს არ მექნება საერთო, არასოდეს არ ვიქნები იქ ალიანსში და არასოდეს არ ვიქნები იმ სათავეებთან სადაც ის ადამიანები იქნებიან. ვისაც სამართლიანობა მაშინ ახსენდება, როცა სჭირდება. კონსტიტუციის ღირსება მაშინ უნდა დაგვეცვა, შპარგალკები რომ მოდიოდა იმ მუხლებში, რაც მოსამართლეებს ეხებათ”, – განაცხადა ბესელიამ პლენატულ სხდომაზე.

მსგავსი თემები