“ვფიქრობ, ოპოზიციის ქმედება სირცხვილი იყო, როდესაც არ მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში” – ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება გადამწყვეტი იყო და სამწუხაროს უწოდებს ფაქტს, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა პარტიამ არ მიიღო. 

“ვულოცავ საქართველოს ამ მიღწევას. სამწუხაროა, რომ კენჭისყრაში მონაწილეობა ყველა პარტიამ არ მიიღო. შენ შეგიძლია დემოკრატიულ სიმწიფეს მიაღწიო იმით, თუ რამდენს დაუთმობ ოპოზიციას. ვფიქრობ, უკანასკნელი მოვლენები საკმაოდ მნიშვნელოვანი დათმობა იყო. ვფიქრობ, ოპოზიციის ქმედება სირცხვილი იყო, როდესაც არ მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში,” – აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

მსგავსი თემები