ვინ ვისი ნათესავია სასამართლო სისტემაში?! – ნაზი ჯანეზაშვილი

„სასამართლო სისტემა ჩაკეტილია კვალიფიციური და გამოცდილი კადრებისთვის, სამაგიეროდ ღიაა გავლენიან მოსამართლეთა ნათესავებისთვის და ახლობლებისთვის“ – აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ნაზი ჯანეზაშვილი და კონკრეტულ გვარებსაც ასახელებს.  

„ნათესაური, მეგობრული თუ სხვაგვარი კავშირების გამო სასამართლოების თანამშრომლებისთვის პრივილეგიების მინიჭების პრაქტიკა ხელს უშლის კვალიფიციური კადრების შემოდინებას, ხოლო სისტემაში დასაქმებულ პროფესიონალებს კარიერული წინსვლის შესაძლებლობას ართმევს. საერთო სასამართლოების სისტემაში გავლენიან მოსამართლეთა მხრიდან ნათესავების, ახლობლების და სხვაგვარად დაკავშირებული პირების მფარველობაზე მიუთითებს ჩემ მიერ შესწავლილი შემთხვევები. ის მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფაქტებისა, რომელიც სასამართლო სისტემაში გავრცელებულ ნეპოტიზმზე მიანიშნებს” – აცხადებს ჯანეზაშვილი.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ხვალ „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს და კონკრეტულ, ნათესაურ გვარ-სახელებსა და კავშირებს დაასახელებს.   

მსგავსი თემები