ვინც გენერალური პროკურორის ჯგუფელებას დაადასტურებს, დეპუტატი მათ სახინკლეში ეპატიჟება – კომედია პარლამენტში 

გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეობის კანდიდატის დიპლომი პარლამენტში დილიდან ქილიკის თემაა. დეპუტატი რომან გოცირიძე ყველა იმ ადამიანს, ვინც მას შალვა თადუმაძის მსგავს დიპლომს უჩვენებს, სახინკლეში ეპატიჟება.

ხინკლისა და სახინკლის თემა კი პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც საპარლამენტო ოპოზიციამ, გენერალურ პროკურორს ჯგუფელების დასახელება მოსთხოვა. შალვა თადუმაძე კი იმ მიზეზით არ დაუსახელა, რომ ჯგუფელებთან შეთანხმებული არ ჰქონდა.

ამის შემდეგ კი დეპუტატ რომან გოცირიძესა და შალვა თადუმაძეს შორის შემდეგი დიალოგი გაიმართა:

რომან გოცირიძე:  რამდენი კაცი იყო ჯგუფში?

შალვა თადუმაძე: ბევრი.

რომან გოცირიძე:  დაახლოებით?

შალვა თადუმაძე:  ბევრი რა, რამოდენიმე ათეული. ჩემი არქივით არ ვივლი, იმიტომ რომ, თქვენ ამაზე ნარატივი შექმნათ. რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ.

რომან გოცირიძე:  მინდა მივმართო თქვენს თანაკურსელებს, მე მათ,  მთელს თქვენ ჯგუფს ვთავაზობ, ვინც დაადასტურებს, რომ იყო თვენი ჯგუფელი და ასეთ დიპლომს წარადგენს, ვეპატიჟები უმაგრეს სახინკლეში.“

მსგავსი თემები