„ვიზეარი“ მზადაა, აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები” – კომპანიის განცხადება

„ვიზეარი“ მზადაა, აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები”, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ვიზეარი“ ავრცელებს.

„ვიზეარის“​ ბაზა ქუთაისში არ უქმდება, ოპერაციები შეჩერებულია დროებით და ავიახომალდები  სხვა ბაზებზეა გადაყვანილი. კომპანია არ აპირებს დასაქმებულების გათავისუფლებას, მათ შეუნარჩუნდებათ ანაზღაურება და დროებით სხვა ბაზებსა და მიმართულებებზე დაასაქმებენ“, – ნათქვამია კომაპნიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ვიზეარის“ კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერის, ანდრაშ რადოს ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტის ბაზაზე დროებით ჩერდება ოპერირება და არ იხურება.

„ჩვენ აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი სერვისი კვლავ შევთავაზოთ, ასევე, შევთავაზოთ თქვენ ქვეყანაში მგზავრობა უცხოეთის მოქალაქეებსაც, რათა ამით ხელი შეეწყოს თქვენს ეკონომიკას და ტურიზმის სექტორს. დროებით ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას და მას შემდგომი მითითებების მიღების შემდეგ აღვადგენთ. ყველა ადამიანი, რომელიც ქუთაისის ბაზაზე იყო დასაქმებული, შეინარჩუნებს სამსახურს და ჩვენ ამჟამად ჩვენს ქსელში ვეძებთ შესაბამის სამუშაო ადგილებს, რათა მათ შევთავაზოთ. ჩვენ არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას, ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და როგორც მედიას, ასევე, მგზავრებს შესაბამის ინფორმაციას მივაწვდით“, – აცხადებს „ვიზეარის“ კორპორატიული კომუნიკაციების მენეჯერის, ანდრაშ რადო.

ანდრაშ რადოს განცხადებით, მგზავრებს გაუქმებულ რეისებთან დაკავშირებით სამ არჩევანს შესთავაზებენ, რომელთა შორის ერთ-ერთი ბილეთის ღირებულების სრულად ანაზღაურებაა.

„სამწუხაროდ, ჩვენ მოგვიწია ფრენების გაუქმება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაცნობებთ მგზავრებს, რომელთა ფრენებიც გაუქმდა. იმ შემთხვევაში, როდესაც ფრენებს ვაუქმებთ, მგზავრებს ყოველთვის სამ არჩევანს ვთავაზობთ. პირველი: მათ შუძლიათ უფასოდ ნებისმიერი მიმართულებით გადაცვალონ ბილეთი. მეორე შემთხვევაში მგზავრებს თანხის 120 % დაუბრუნდებათ „ვიზეარის“ ანგარიშზე, რომლის გამოყნებაც შეუძლიათ ორი წლის განმავლობაში და მესამე ვარიანტი არის თანხის 100%-ის დაბრუნება საბანკო ანგარიშზე“, – განაცხადა ანდრაშ რადომ.

მსგავსი თემები