“ვახტანგ კიკაბიძემ და ვახუშტი კოტეტიშვილმა გეგა კობახიძის დახვრეტის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერები უკან გაიწვიეს“ – „თვითმფრინავის ბიჭების საქმე“

გასამართლებული გეგა კობახიძის დედა, ნათელა მაჭავარიანი აცხადებს, რომ ვახტანგ კიკაბიძემ და ვახუშტი კოტეტიშვილმა გეგა კობახიძის დახვრეტის გაუქმების მოთხოვნით თავიანთი ხელმოწერები უკან გაიწვიეს.

37 წლის წის წინ დატრიალებულ ტრაგედიის ირგვლივ, ნათელა მაჭავარიანი ახალ დეტალებზე ყვება.

„დახვრეტის გაუქმების მოთხოვნის მიზნით შეგროვდა ხელმოწერები და შემდეგ ზოგიერთებმა ეს ხელმოწერები უკან გაიწვიეს. არქივში მაქვს ჩაბარებული ყველაფერი და იქ ყველას გვარები წერია. როცა წლები გავა, ნახონ ამ ადამიანთა შთამომავლებმა, რა ბებიები და ბაბუები ჰყავდათ. ეს ადამიანური მომენტია – რა დააშავა შვილიშვილმა, თუ ასეთი გარეწარი ბაბუა ჰყავდა. რა დააშავა შვილმა, თუ ასეთი მამა ჰყავდა. ვახტანგ კიკაბიძეს პირდაპირ ქუჩაში ვუთხარი, რომ არაკაცია. არაფერი მიპასუხა. ვახუშტი კოტეტიშვილმა ამიღო ბილეთი ტრანსპორტში და მე ვუთხარი, შენი აღებული ბილეთი არ მინდა“, – აცხადებს ნათელა მაჭავარიანი.

1983 წლის 18 ნოემბერს შვიდმა ახალგაზრდა ქართველმა საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მიზნით ავიაკომპანია „აეროფლოტის“ სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. თვითმფრინავის გატაცებაში მონაწილეობდნენ: კინომსახიობი გეგა კობახიძე, ხელოვნების აკადემიის სტუდენტი დავით მიქაბერიძე, მხატვარი სოსო წერეთელი, ექიმი კახა ივერიელი, ექიმი პაატა ივერიელი, მხატვარი გია ტაბიძე და ხელოვნების აკადემიის სტუდენტი თინა ფეტვიაშვილი.

მსგავსი თემები