ვაჟა – ფშაველას გამზირზე ერთ – ერთი კორპუსის მაცხოვრებლები, გაზის აფეთქებას გადაურჩნენ

„გუშინ, გვიან საღამოს თბილისში, ვაჟა ფშაველას მეოთხე კვარტლის ერთ-ერთი კორპუსში გაზი ჟონავდა, რასაც შესაძლოა ძლიერი აფეთქება გამოეწვია,“ – ინფორმაციას ამის შესახებ კომპანია“ თბილისი ენერჯი“ ფეისბუკ გვერდზე  აქვეყნებს.

კომპანიის თანამშრომლები ადგილზე მოქალაქის შეტყობინების შემდეგ მივიდნენ.

„კომპანიის სპეციალისტების მიერ აღებული მონაცემებით, გაზის კონცენტრაციას ძლიერი აფეთქების გამოწვევა შეეძლო. რაც ძალიან დიდი ალბათობით დააზიანებდა საცხოვრებელ კორპუსს და შესაძლოა, მსხევრპლიც მოჰყოლოდა. კომპანია „თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის ყველა პასუხისმგებლიან მოქალაქეს, რომელიც მსგავს სიტუაციაში დროულად გვატყობინებს ინფორმაციას საფრთხის შესახებ ნომერზე – 114“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები