ე.წ აფრიკის დასახლების მოსახლეობა წურწუმიას ქუჩისთვის სახელის შეცვლას ითხოვს

თბილისის სამგორის რაიონის მაჟორიტარმა, პარლამენტის წევრმა შოთა ხაბარელმა, დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილმა და სამგორის რაიონის გამგებელმა კახა გულედანმა, ე.წ აფრიკის დასახლებაში წურწუმიას ქუჩის მიმდებარედ, მოსახლეობის თხოვნით, შეხვედრა გამართეს.

მაცხოვრებლების თხოვნაა ქუჩას „სავანის ქუჩა“ ეწოდოს . 

მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია განიხილავს ქუჩის სახელის დარქმევის საკითხს.

მსგავსი თემები