„ეს ეპისკოპოსი სტუდენტებზე სექსუალურად ძალადობდა, შემდეგ კი ეკლესიაში მღვდლებად უშვებდა“ – მორიგი სკანდალი ეკლესიაში

ეკლესია ისევ ახალ სკანდალში ეხვევა. ამჯერად, სასულიერო პირს მტკიცებულების ფორმით უყენებენ ბრალდებას და აცხადებენ, რომ ის სტუდენტებს სექსუალურად ავიწროებდა.

სასულიერო სემინარიის ყოფილ ლექტორს, წილკნისა და დუშეთის  მიტროპოლიტ ზოსიმეს  მამა გიორგი სხილაძე სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს და კონკრეტულ ფაქტებს ასახელებს.

მისი მტკიცებით, 1988 წელს, მისი სტუდენტობის დროს, რექტორმა ერთ-ერთ სტუდენტზე სექსუალური ძალადობა სცადა. მისივე ინფორმაციით, სტუდენტმა ამბავი საპატრიარქოსაც მიაწოდა, თუმცა, სტუდენტი დაისაჯა. ამის შემდეგ კი სასულიერო აკადემიის ყოფილმა რექტორმა თანამდებობა დატოვა. დღეს ის სინოდის წევრია.

„ეს რექტორი, ეპისკოპოსი სექსუალურად ძალადობდა სტუდენტზე. სტუდენტი კი მას არ დათანხმდა ამაზე. ეს მისთვის პირველი შემთხვევა არ იყო, ეს ეპისკოპოსი ასე მრუშობდა სხვა სტუდენტებთან, შემდეგ მღვდლებად აკურთხებდა მათ და ქართულ ეკლესიაში უშვებდა. ამ ადამიანების ნაწილი დღეს მოძღვრები არიან. ეს არ უნდა ითქვას? ხომ ყველაფერი ცხადია, ყველამ ყველაფერი იცის. სახეზეა ხელწერილიც, რომლის დაწერაც სასულიერო პირს მოუწია გადადგომისას. წაიღონ ექსპერტიზაზე და დაამტკიცონ რომ არ არის მართალი. ეს მისი დაწერილია. თუ ეს კაცი უმწიკვლო და უდანაშაულოა, რატომ გადადგა აკადემიიდან? თუ დამნაშავეა, ეპისკოპოსად რატომ დატოვეს და დღეს მიტროპოლიტად რატომ გვევლინება სინოდში. ეს კაცი სასწრაფოდ უნდა გადადგეს“ – აცხადებს მამა გიორგი სხილაძე “რუსთავი 2”-თან.

დუშეთისა და წილკნის ეპარქიაში, ამ ყველაფერს ცრუ ბრალდებებსა და ცილისწამებას უწოდებენ და აპირებენ, ყველა ბრალდებას პასუხი გასცენ.

მსგავსი თემები