“ეპიდემიოლოგთა უდიდესი ნაწილი ვარაუდობს შესაძლო მეორე ტალღას, რომელსაც შესაძლოა უფრო მაღალი გავრცელების ხარისხი ჰქონდეს” – დიმიტრი ხუნდაძე

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ შესაძლებელია მეორე ტალღა ვირუსთან დაკავშირებით კვლავ იყოს, სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეთა ჯანმრთელობა იყოს დაცული, აქედან გამომდინარე მათი თქმით, აუცილებელია მოხდეს შეზღუდვებთან დაკავშირებული ვადების გახანგრძლივება. ის განცხადებები კი, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ოპოზიციის მხრიდან კეთდება, “ქართული ოცნებისთვის” არის სპეკულაციური.

გარდა ამისა მმართველ გუნდში ამბობენ, რომ აღნიშნული კანონპროექტი უზრუნველყოფს არჩევნების მშვიდ და ჯანსაღ ვითარებაში ჩატარებას.

“ეპიდემიოლოგთა უდიდესი ნაწილი ვარაუდობს შესაძლო მეორე ტალღას, რომელსაც შესაძლოა უფრო მაღალი გავრცელების ხარისხი ჰქონდეს და ზიანის კუთხითაც იყოს უფრო მძიმე, ამიტომ ვფიქრობ უპრიანია, რომ ხელისუფლებას დავუტოვოთ კრიზისის მართვის საშუალება საგანგებო მდგომარეობის შემოღების გარეშე, რის საშუალებას იძლევა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონი და ჩვენ ამ კანონის მოქმედების ვადას ამ ეტაპზე ვადგენთ წლის ბოლომდე,” – განაცხადა პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” წევრიმა და მცხეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები