ელექტრონული არჩევნები გაყალბებისგან მეტ თავდაცვას უნდა ნიშნავდეს – ლადო ბოჟაძე

ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ლადო ბოჟაძე არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებას მხარს უჭერს, თუმცა აცხადებს, რომ ეს არ ნიშნავს ცოცხალ პროცესზე უარის თქმას.

​როგორც ლადო ბოჟაძემ “მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არჩევნების ელექტრონული სისტემაც და ცოცხალი პროცესიც, ორივე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ამომრჩევლისთვის და არჩევანი მათ თავად გააკეთო, რომელი სისტემით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას.

“ID ბარათებს ახლავს ე.წ წამკითხველი. პაროლი მოქალაქემ მხოლოდ ინდივიდუალურად იცის. ჩვენ თუ შევქმნით ისეთ სისტემას, რომ არჩევნებში ელექტრონულად მონაწილეობა იყოს უსაფრთხო და სანდო, იქ სადაც იქნება ინტერნეტი, მოქალაქეს შეეძლება კონკრეტული IT  სისტემიდან, ID ბარათით მისცეს ხმა სასურველ კანდიდატს, მაგრამ თუ ეს არ ენდომებათ, გადავალ საარჩევნო უბანზე და იქიდან მისცემენ ხმას”, – აცხადებს ლადო ბოჟაძე.

მსგავსი თემები