ევროპარლამენტარი პოლიტპატიმრებსა და პოლიტიკურ დევნაზე საუბრობს

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოში, გარკვეული ადამიანები პოლიტიკური შეხედულებების გამო იდევნებიან. აღნიშნული განცხადება, თბილისში მყოფმა ევროპარლამენტის წევრმა ევრონესტის მე-8 საპარლამენტო ასამბლეის სესიას ფარგლებში გააკეთა.

„გვაქვს 87 ადამიანის სია, რომლებიც დაკავებული არიან ან სამართლებრივად იდევნებიან ხელისუფლების მიერ, მიზეზი მათი აქტივობა დემონსტრაციების დროს. გონივრული იქნებოდა, მთავრობას არ გამოეყენებინა დიდი დოზით პოლიტიკურ-სამართლებრივი ძალა. არ ვარ დარწმუნებული, რას ნიშნავს პოლიტიკური პატიმარი, თუმცა ისინი სისხლის სამართლის წესით იდევნებიან პოლიტიკური აქტივობის გამო და ეს არ არის კარგი ნიშანი”, – აცხადებს ევროპარლამენტარი.

მსგავსი თემები