დედაქალაქში ელექტროდამტენებს კონკურსით შერჩეული კომპანია დაამონტაჟებს

თბილისში ელექტროდამტენებს კონკურსის გზით შერჩეული კერძო კომპანია დაამონტაჟებს.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე  განაცხადა,  კომპანიის შერჩევის მიზნით, კონკურსი ორი კვირის ვადაში გამოცხადდება.

„11 თებერვლიდან ჩვენს მიერ შექმნილმა ვებგვერდმა chargers.tbilisi.gov.ge დაიწყო მოქალაქეების მოთხოვნების მიღება ელექტროდამტენების მონტაჟთან დაკავშირებით. ჩვენ განცხადეთ, რომ ელექტრომობილების მფლობელების მომართვის საფუძველზე, ვიღებთ პასუხისგმებლობას, სხვადასხვა ქუჩაზე ელექტროდამტენები დავამონტაჟოთ.

როგორც გითხარით, უპირატესად იმ ადგილებში დამონტაჟდება ელექტროდამტენები, რომელთა შესახებაც უფრო მეტი მოთხოვნა შემოვა ანუ პრიორიტეტების მიხედვით იქნება განსაზღვრული. დღეის მდგომარეობით, უკვე 40-მდე განცხადებაა შემოსული და უახლოეს მომავალში დამტენების მონტაჟს დავიწყებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, კონკურსის შედეგად გამარჯვებული კომპანიის გამოვლენის შემდეგ,  ელექტროდამტენების დამონტაჟების თხოვნით შემოსული განცხადებების დაკმაყოფილება ეტაპობრივად დაიწყება.

მსგავსი თემები