“დაკავებულთა წრე გაფართოვდება, ეს ასე იქნება. მიფუჩეჩება არ გამოვა” – შაქარაშვიილის საქმეზე დაკავებულის ადვოკატი “მედიაცენტრ მთავარში”

„თავშივე ვთქვი, რომ არ არის გამორიცხული, დაზარალებულებიც გახდნენ ბრალდებულები“ – ეს განცხადება გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ორგანიზების ბრალდებით დაკავებული მერსედესის მძღოლის – გიგა ტატიაშვილის ადვოკატმა „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. ადვოკატი დაკავებულთა წრის გაფართოებას არ გამორიცხავს

„ვფიქრობ, რომ დაკავებულთა წრე გაფართოვდება. მიმაჩნია, რომ ეს ასე იქნება, თუმცა, როდის იქნებ ამაზე პასუხი არ მაქვს. გამოძიება გრძელდება. ჩემი ვერსია იყო რომ არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ხელი შეიტყვეს რაიმე ტიპის კვალის გაქრობაა. დარწმუნებული ვარ, ამ ვერსიას გამოძიებაც აუცილებლად განიხილავს. შეუძლებელია, რომ ამას არ განიხილავდეს. ამ საქმის მიფუჩეჩება წარმოუდგენელია. დარწმუნებული ვარ, რომ შესაძლებელია, მეტი ინფორმაცია გვქონდეს ახლო მომავალში, რადგანაც ზემდგომების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ამ საქმეს. თავშივე ვთქვი, რომ არ არის გამორიცხული, დაზარალებულებიც გახდნენ ბრალდებულები. მრჩება განცდა, რომ რაღაც დონეზე, დაზარალებულები ინფორმაციას მალავენ“ – განაცხადა გიორგი ყიფშიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.  

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ბმულის მითითება

მსგავსი თემები