გურჯაანის მუნიციპალიტეტში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პოლიციამ წარსულში ნასამართლევი პირი დააკავა.

სამართალდამცავებმა მსუბუქი ავტომობილის ჩხრეკისას დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღეს, მათ შორის ხელყუმბარა და ნიღბები.

დაკავებულის საცხოვრებელი სახლი პოლიციას ყვითელი ლენტით აქვს შემოსაზღვრული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება.

მსგავსი თემები