“გირჩი” უკანალს პირველ რიგში, აჩვენებდა ჩვენს პოლიციას და შემდეგ რუსებს” – დავით ქაცარავა

“ეს იყო აფსოლიტურად უღირსი საქციელი. ამ საქციელის შესახებ როგორც კი შევიტყვეთ, რომ “გირჩი” აპირებდა უკანალის ჩვენებას, ვთხოვეთ, არავითარ შემთხვევაში არ გაეკეთებინათ. ვინაიდან, ზურა ჯაფარიძე და მისი მიმდევრები, მისი სექტა, ტრაკებს პირველრიგში აჩვენებდნენ ჩვენს პოლიციას და შემდეგ უკვე რუსებს,” – აღნიშნული განცხადება ანტისაოკუპაციო მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” ლიდერმა, დავით ქაცარავამ გააკეთა. 

დავით ქაცარავას განცხადებით, “გირჩმა” ამით სრულიად საქართველო შეურაცხყო. მისი თქმით, ამ საქციელის, შემდეგ რუსეთის და ოსეთის მხრიდან არაერთი შეურაცხმყოფელი და მიუღებელი ფრაზა გაჟღერდა. 

“ამითი მათ შეურაცხყვეს სრულიად საქართველო. მეორე დღეს ჩვენ მივიღეთ რუსებისგან და ოსებისგან პასუხი, რომ “ქართველი არასოდეს აჩვენებს, თავის ნამდვილ სახეს”, რასაც ჩვენ ვერასდროს მივიღებთ. ვერც “ანტი საოკუპაციო მოძრაობა” მათ შორის. სხვათაშორის ტროლებიც ძალიან ეფექტურად ხმარობენ ამას, რომ თითქოს ქაცარავამ და “ანტისაოკუპაციო მოძრაობამ” ჩაიხადა. ზურა ჯაფარიძეს არცერთხელ არ გაუკეთებია განცხადება, რომ ეს მისი ინიციატივა იყო. ეს იყო უღირსი და ნაძირლური საქციელი. ვერასოდეს ვერ მივიღებ ამ ნაძირლურ საქციელს,” – განაცხადა დავით ქაცარავამ.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 10 ნოემბერს, “გირჩის” ანტისაოკუპაციო აქციაზე დემონსტრანტებმა შარვლები ჩაიხადეს და რუსეთს უკანალი მიუშვირეს.

მსგავსი თემები