გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შესაძლოა, კვალიფიკაცია შეიცვალოს და ბრალი დამძიმდეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, შსს-ში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. მინისტრის მოადგილე ვლადიმერ ბოცვაძემ  გამოძიების შედეგებისა და მიმდინარეობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ კვალიფიკაციის შეცვლა არ გამოირიცხება.

„საქმეზე გაფართოვდა საგამოძიები ჯგუფის შემადგენლობა და სს საქმეზე, ამჟამად გამოძიებას აგრძელებს საქართველოს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი… შესაძლოა, შეიცვალოს საქმის კვალიფიკაცია და დამძიმდეს ბრალდება“ – განაცხადა ვლადიმერ ბოცვაძემ.  

მსგავსი თემები