გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ 2020 წლის საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილი იყოს.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ საარჩევნო სიაში ბიძინა ივანიშვილიც ვიხილოთ, მთავრობის მეთაურმა განაცხადა: „რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და მისი თავმჯდომარე. რა თქმა უნდა…“.

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს, საქართველოს X მოწვევის პარლამენტის არჩევნები, 2020 წლის ოქტომბერში ჩატარდება.

მსგავსი თემები