„წერილის დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება შუამავალიც დასახელდება” – მამუკა ხაზარაძე

“წერილის დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება, შუამავალიც დასახელდება”, – ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომელიც ადვოკატთან, ზვიად კორძაძესთან და თანაგუნდელ ანა ნაცვლიშვილთან ერთად პროკურატურაში მივიდა და ე.წ. მუქარის წერილის დედანი, ასევე ექსპერტიზის პასუხები ჩააბარა.

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მან კანონის წინაშე ყველა ვალდებულება შეასრულა.

„გიდასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიასგან. შესაბამისად, არასდროს გვითქვამს, ვის მიერ არის დაწერილი. დაველოდოთ გამოძიებას. მე, მათგან განსხვავებით, დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმფციას. მივენდოთ ე.წ. გამოძიებას, რომლის იმედი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ არ გვაქვს, მაგრამ კანონის შესაბამისად მივყვებით ყველა ქმედებას. ორი საკითხი იყო: ერთი სად არის დედანი, მეორე – ვინ არის შუამავალი. დედანი პროკურატურაშია და როგორც კი დაიწყება გამოძიება შუამავალიც დასახელდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი თემები