გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით ყველაზე მეტი ადამიანი მექსიკაში გარდაიცვალა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 11 მილიონს უახლოვდება. ვირუსმა უკვე იმსხვერპლა 524-ათასზე მეტი ადამიანი, 6 მილიონ 140-ათასზე მეტი კი განიკურნა.

ყველაზე მეტი ლეტალური შემთხვევა გასული დღე-ღამის განმავლობაში მექსიკაში დაფიქსირდა, სადაც კოვიდ19-ით 741 ადამიანი გარდაიცვალა. 600-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა კორონავირუსმა ბრაზილიაში. კოვიდინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა მსოფლიოში ისევ შეერთებულ შტატებში ფიქსირდება, მეორეზეა ბრაზილია, მესამეზე – რუსეთი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.

მსგავსი თემები