გარე სივრცეში 200 ადამიანის შეკრება დასაშვებია – რა რეგულაციები ამოქმედდა კულტურული ღონისძიებებისთვის?!

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები ხდება კულტურული ღონისძიებების ჩატარება. საუბარია ღია სივრცეებში დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებზე, სადაც მაქსიმალური ლიმიტი  200 ადამიანია.

როგორც  შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას განაცხადა, დღეიდან რეპეტიციებიც დაშვებულია, თუმცა გარკვეული შეზღუდვებით.

„კონკრეტული ღონისძიების ორგანიზატორმა უნდა გაითვალისწინონ შემდეგი საკითხები: სკრინინგის განხორციელება, 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა, 5 კვ მეტრზე ერთი ადამიანის განთავსება და  სადეზინფექციო სამუშაოები. ბიზნესს მოუწევს ადაპტირება, თუმცა, ეს  გამოწვეულია უკიდურესი აუცილებლობით. ღია სივრცეებში, სადაც კონკრეტული შემოქმედებითი თუ კულტურული ღონისძიებები დაიგეგმება, ადამიანთა მაქსიმალური ოდენობა 200-ზე მეტი არ უნდა იყოს  “ – განაცხდა ბექა ფერაძემ „მედიაცენტრ მთავართან.“

მსგავსი თემები