“გამოწვევები ძალზედ ბევრია, სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია” – გიორგი გახარია

“ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა, რომელიც ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ბიზნესთან ეფექტიანი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია.

„ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, გვქონდეს ძალზე სწრაფი და ეფექტიანი კომუნიკაცია, სადაც შევძლებთ, დავაკმაყოფილოთ ან ვუპასუხოთ გამოწვევებს, რომლებსაც დღეს ყველამ ერთად უნდა გავცეთ პასუხი. გვესმის, რომ ეკონომიკური ზრდის ნაწილში ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, გამოწვევები ძალზედ ბევრია, სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია, გვესმის, რომ საქართველოში ბიზნესს სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება მხარდაჭერა , რათა გვქონდეს ძლიერი ქართული ბიზნესი, გვყავდეს რაც შეიძლება მეტი ძლიერი ქართული კომპანია, რადგან შემდეგ სახელმწიფომ შეძლოს, მართლზომიერად, ნელ-ნელა, ბიზნესს გაახსენოს სოციალური პასუხისმგებლობა რა არის“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები