“გამოძიების გაჭიანურება მეტ სივრცეს დატოვებს სპეკულაციებისთვის” – ბიზნესომბუდსმენი თიბისი-ზე“

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე “თიბისი ბანკთან” დაკავშირებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ მსგავსი პროცესები ბიზნეს გარემოს აზიანებს. მისივე შეფასებით, “თიბისი ბანკი” არის სისტემური ბანკი, ქვეყნის ეკონომიკაში ის დიდ როლს ასრულებს.

„ცხადია, ნებისმიერი მსგავსი პროცესი ბიზნეს გარემოზე აისახება, ესეც და ყველა საქმე, რომელიც ბიზნესმენის მიმართ იწყება და მოყვება აჟიოტაჟი, სპეკულაციები, აზიანებს ბიზნეს გარემოს. ასეთ საქმეებს მეტი ინფორმაცია და გამჭვრივალობა სჭირდება საზოგადეობაშიც და ბიზნეს წრეებშიც. გამოძიების დროში გაჭიანურება უფრო მეტ სივრცეს დატოვებს სპეკულაციებისთვის და დააზიანებს ბიზნეს გარემოს,”- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კითხვაზე, უნდა დაეწყო თუ არა პროკურატურას გამოძიება 10 წლის წინანდელ საკითხზე და შეიცავს თუ არა ეს ბიზნესზე ზეწოლის ნიშნებს, ბიზნესომბუდსმენი პასუხობს:

“ჩემთვის, როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის, რომლის მთავარი მოვალეობაც ბიზნესის ინტერესების დაცვაა, მტკივნეულია ნებისმიერი საქმე და პროცესი, რომელიც ბიზნესმენის თუ კონკრეტული კომპანიის წინააღმდეგ მიმდინარეობს. თუმცა თუ კითხვები არსებობს, არის დანაშაულის ნიშნები, ასეთ დროს, მარეგულირებელი მოქმედებს. ბუნებრივია, ეს მისი მთავარი ფუნქციაა. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი ზედამხედვბელი ინსტიტუტი და მას აქვს ვალდებულება, დარღვევებზე რეაგირება თავის ზედამხვედლობის არეალში მოახდინოს.”

მსგავსი თემები