“გალინა ბლანკას” ბულიონის კუბები ტყვიის შემცველობაზე შეაომოწმეს

“გალინა ბლანკას” ბულიონის კუბები ტყვიის შემცველობაზე შეაომოწმეს. პროდუქცია სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეამოწმა.

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა აცნობეს, ლაბორატორიული კვლევისთვის, დედაქალაქსა და რეგიონებში,  სარეალიზაციო ობიექტებიდან აიღეს სხვადასხვა დასახელებისა  და პარტიის  მშრალი ბულიონი – „გალინა ბლანკას“ 15 ნიმუში, რომლებიც აკრედიტებულ ლაბორატორიებში გადაიგზავნა. კვლევის შედეგებით, კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა არცერთ ნიმუშში  არ გამოვლენილა. 

“სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, ბიზნესოპერატორმა (შპს „არგო“) სხვადასხვა ლაბორატორიაში გამოიკვლია „გალინა ბლანკას“ ბულიონის კუბების ნიმუშები, სადაც , ასევე , ტყვიის შემცველობა ზღვარს არ აღემატებოდა,”-განაცხადეს სააგენტოში.  

„გალინა ბლანკას“  ბულიონის კუბებში ტყვიის ჭარბი კონცენტრაციის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებმა  საკუთარ კვლევებზე დაყრდნობით  აპრილის დასაწყისში განაცხადეს, რაზეც  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  შესაბამისი ღონისძიებები განახორციელა.

მსგავსი თემები