ბოლო 24 საათში, „კორონავირუსის“ 3241 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ახალი “კორონავირუსის“ დადასტურებული შემთხვევა გლობალურად 20 630-ია. მათ შორის, 3241 ახალი შემთხვევა, რომელიც ბოლო 24 საათში გამოვლინდა.

რაც შეეხება ჩინეთს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, დადასტურებულია 20 471 შემთხვევა, აქედან ახალია – 3235 შემთხვევა; მწვავეა 2788 ადამიანის მდგომარეობა, მათ შორისაა 492 ახალი შემთხვევა და გარდაცვლილია 425 ადამიანი, მათ შორის 64 ადამიანი ბოლო 24 საათში გარდაიცვალა.

მედიაცენტრი მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება.

მსგავსი თემები