„ბიუჯეტი, პანდემიის შესაძლო განმეორებას ადეკვატური რესურსით შეხვდება – ანტიკრიზისული ბიუჯეტი არის „კარგი“ – გიორგი კაკაურიძე

ანტიკრიზისული ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტს  დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს, სხდომა ამ წუთებში იწყება, მტავრობის ეკონომიკური გუნდის ინფორმაციით გაიზრდება დახმარებების მიმღებთა რაოდენობა, ასევე, წარმოდგენილია ვალების მდგრადობის ანალიზი, რასაც კომიტეტი განსაკუთრებით ითხოვდა. სესიაზე მოხდება როგორც განხილვა, ასევე უმრავლესობის მიერ ბიუჯეტის მხარდაჭერა და დამტკიცება. გადამუშავებულ საბოლოო ვერსიაში მაკროეკონომიკურ პარამეტრები სრულად არის შენარჩუნებული.

ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ „მედიაცენტრ მთავრთან” საუბრის დროს აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი პანდემიის შესაძლო განმეორებას ადეკვატური რესურსით დახვდება.

„ჩვენ, დავძლიეთ ბიუჯეტი ეკონომიკური შემცირების  4 % მაჩვენებელზე , ანტიკრიზისული გეგმის გათვალისწინებული გვაქვს3, 4 მილიარდი ლარის რესურსი. რაც მნიშვნელოვანია.

მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს ჩვენ, 600 მილიონამდე ვამცირებთ პანდემიამდე არსებულ მაჩვენებელთან შედარებით, საბოლოოდ ეს ბიუჯეტი სრულად პასუხებს იმ გამოწვევებს რაც მოიტანა პანდემიამ მსოფლიოში. ასევე უნდა ითქვას, რომ ბიუჯეტი ითვალისწინებს იმასაც, რომ ეპიდემიოლოგიური კუთხის გაუარესების შემთხვევაში მას ჰქონდეს რესურსის მობილიზების საშუალება, საბოლოო ჯამში ეს ბიუჯეტი არის „კარგი“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“

მსგავსი თემები