“ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხზე რუსეთთან პროგრესი გვაქვს” – მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ბირთვული შეიარაღების კონტროლის საკითხზე პროგრესი აქვთ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში დაუღალავად ვმუშაობდით, რათა სამმა ერმა, რომელთაც ყველაზე დიდი ბირთვული შესაძლებლობები აქვთ – აშშ-მ, რუსეთმა და ჩინეთმა, სტრატეგიული დიალოგი აწარმოონ, თუ როგორ უნდა შეამცირონ ერთობლივად მსოფლიოსთვის რისკები“, – აცხადებს პომპეო.

პომპეო იმედოვნებს, რომ დისკუსიებს ჩინეთიც შეუერთდება.

„ჩვენ პროგრესი გვაქვს რუსებთან, ორი კარგი შეხვედრა გვქონდა. ვიმედოვნებ, მალე კიდევ ერთხელ შევხვდებით და იმედია, ჩინეთი მონაწილეობას გადაწყვეტს“, – აღნიშნავს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი.

მსგავსი თემები