ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრებმა, ფრენბურთში, სომხეთის გუნდი დაამარცხა

ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრები, ფრენბურთში, აჭარის ჩემპიონი გახდა. აჭარის 2019 წლის ღია ჩემპიონატი ბათუმის სასპორტო სკოლის ფრენბურთის დარბაზში 3 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ტურნირი 2004-2005 წელს დაბადებულ გოგონათა შორის გაიმართა და მასში თბილისის “იბერია”, სამტრედიის, ქუთაისის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, ბათუმის, რუსთავისა და სომხეთის გუნდები ასპარეზობდნენ.

მონაწილე გუნდები ორ ქვეჯგუფად დაიყო და ბათუმის სასპორტო სკოლის გუნდი პირველ ქვეჯგუფში სომხეთის, თეთრიწყაროსა და რუსთავის გუნდებს დაუპირისპირდა და ყველა შეხვედრა მოგებით დაასრულა. ფინალურ შეხვედრაში ბათუმის სასპორტო სკოლის ფრენბურთელები სამტრედიის გუნდს შეხვდნენ, სადაც მასპინძლები აშკარა უპირატესობით გამოირჩეოდნენ და ანგარიშით 2 :0 ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრეს. მესამე საპრიზო ადგილი სომხეთის წარმომადგენლებს ერგოთ. 
საუკეთესო გუნდის ტიტული თეთრიწყარომ მიიღო; ყველაზე პერსპექტიული მოთამაშედ  ლილე ჩანქსელიანი (“ბოლნისი”) დასახელდა; ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ  ანასტასია ფალავანდიშვილი ( “ბათუმი”);


გამარჯვებული გუნდები თასებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ.

მსგავსი თემები