ახალქალაქისა და ნინოწმინდის მოსახლეობა განცხადებას ავრცელებს და დეპუტატს მიმართავს

ახალქალაქისა და ნინოწმინდის ამომრჩევლები ითხოვენ, მოქმედმა დეპუტატმა ენზელ მკოიანმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა. მოსახლეობის განცხადებას „მედიაცენტრი მთავარი“ უცვლელად გთავაზობთ.

„ჩვენ წარმოიდგენთ საქართველოს, კერძოდ რეგიონს, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ახსენდებათ და უამრავ ძვირფას სიტყვებს ვისმენთ. ეს არის ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი, რომელიც წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული და უამრავი პრობლემა დაგროვდა. რომ არა ჩვენი მაჟორიტარი დეპუტატი, ძალიან გაგვიჭირდებოდა.

ათეულობით სტუდენტს თანხის გადაუხდელობის გამო სწავლის შეწყვეტა მოუწევდა; აბიტურიენტები ვერ შეძლებდნენ სწავლის გაგრძელებას; სოციალურად დაუცველებს არ ექნებოდათ ელემენტარული საარსებო საჭიროებები, არ ექნებოდათ ბუნებრივი აირი; ექიმებთან ვერ ვივლიდით სამკურნალოდ; არ გვექნებოდა გზები; ბავშვებს სკოლაში არ ექნებოდათ გათბობა. ასე შეგვიძლია გავაგრძელოთ ბევრი საკითხი, რომელიც ჩვენი დეპუტატის დახმარებით მოგვარებულია. დიახ, 21 წელია, ჩვენი დეპუტატი ჩვენს გვერდში დგას და გვეხმარება ყველა არსებული პრობლემის მოგვარებაში. როცა გვქონდა მოლოდინი, რომ ისევ ის გააგრძელებდა ჩვენზე ზრუნვას, გავიგეთ, რომ ის პოლიტიკიდან მიდის. არა ბატონებო, ასე არ გამოვა. პირადად ჩვენს დეპუტატს, ენზელ მკოიანს მივმართავთ – თქვენ არ გაქვთ უფლება გადგეთ გვერდზე. გთხოვთ, კენჭი იყაროთ დამოუკიდებელ მაჟორიტარ დეპუტატად, ჩვენ თქვენ გვჭირდებით“ – ვკითხულობთ განცხადებაში, რომელსაც 1000-ზე მეტი ხელმოწერა აქვს.

მსგავსი თემები