“ახალი ტალღის მოლოდინი უკვე შეინიშნება, რადგან მსოფლიოში უკვე 11 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული” – დიმიტრი ხუნდაძე

თუკი წესებს არ დავიცავთ და დღევანდელ სიტუაციას არ შევინარჩუნებთ, უკეთეს შემთხვევაში შესაძლოა, რეგულაციების გამკაცრება მოგვიწიოს და უარეს შემთხვევაში მეორე ტალღა უფრო სწრაფად და უფრო მძლავრიც ვიხილოთ, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

„მოგეხსენებათ არჩევნები ოქტომბერშია, სწორედ ამ პერიოდისთვის ეპიდემიოლოგები კორონავირუსის მეორე ტალღას ვარაუდობენ. ეს მოლოდინი უკვე შეინიშნება, რადგან მსოფლიოში უკვე 11 მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. არის ქვეყნები, მაგალითად სამხრეთ ამერიკის, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს და სიკვდილიანობის მაჩვენებელიც ყურადსაღებია. გასათვალისწინებელია ის, რომ სამეზობლოში საკმაოდ არასახარბიელო ვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი სამზადისი იმისთვის, რომ შიდა ეპიდვითარება იყოს უსაფრთხო. მაგრამ სრულად იზოლირებული ვერ ვიქნებით მითუმეტეს იმ რეჟიმში, როცა საზღვრების გახსნას დავიწყებთ“, – აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

მსგავსი თემები