აშშ-ში კორონავირუსის 63 247 ახალი შემთხვევა დადასტურდა

აშშ-ში კორონავირუსის 63 247 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქვეყნისთვის ეს რეკორდული დღიური მაჩვენებელია.

ალასკაში, ჯორჯიაში, აიდაჰოში, ლუიზიანაში მონტანაში, ოჰაიოში, იუტაში და ვისკოსინში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დადასტურდა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვი 134 092-ს აღწევს. სულ გამოვლენილია ინფიცირების 3 163 505 შემთხვევა.

მსგავსი თემები