აფრიკის დასახლებაში “იების” ქუჩა სურთ

თბილისის სამგორის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა შოთა ხაბარელმა და დედაქალაქის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ნიბლოშვილმა აფრიკის დასახლებაში, გურჯიევის ქუჩის მიმდებარედ, მოქალაქეების ერთობლივი განცხადების საფუძველზე, აღნიშნული უსახელო ქუჩა დაათვალიერეს და დამისამართებასთან დაკავშირებით მოსახლეობის მოსაზრებები მოისმინეს.

ადგილობრივების თხოვნაა ქუჩას „იები“ ეწოდოს. მათი თქმით, იქაურობას, ზამთრის ცივ დღეებშიც კი, ბუნებრივად მოსული უნაზესი და ულამაზესი იები ამშვენებენ.

მოსახლეობამ მიიღო დაპირება, რომ აღნიშნული საკითხი განხილული იქნება სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიაზე. გასათვალისწინებელია შენობებისა და მიწის საკუთრების საკითხები.

მსგავსი თემები