“არ ვარ ვალდებული, ვინმეს წინაშე თავი ვიმართლო, წარმოდგენილი კადრები მტკიცებულება არ არის” – ლელა ქებურია

“არ ვარ ვალდებული, ამ კონკრეტული ქმედების გამო, ვინმეს წინაშე თავი ვიმართლო. მტკიცებითი ტვირთი არის მასზე, ვინც ამ ბრალდებას აჟღერებს, კეთილი ინებონ და დაამტკიცონ. იმიტომ რომ კადრები, რომლებიც წარმოადგინეს აბსოლუტურად არ არის მტკიცებულება”, – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრმა, დეპუტატმა ლელა ქებურიამ განაცხადა.

ლელა ქებურიას თქმით, ამ ქვეყანაში ყველაფერი ყარს, რასაც კი ბიძინა ივანიშვილი შეეხო.

“პარლამენტში დეპუტატების გადაადგილება მგონი ჯერ დასჯადი არ არის. აბსოლუტურად არც ტერორისტულ აქტს მოიცავს და არც ქიმიურ თავდასხმას. რაც შეეხება პერფომანს, რომელიც ამ ქმედებით იქნა ნაჩვენები.  აბსოლუტურად ვიზიარებ და ვეთანხმები იმ სულისკვეთებას, რომ ამ ქვეყნად ყველაფერი ყარს, რასაც კი შეეხო ბიძინა ივანიშვილის ხელი”, – განაცხადა ლელა ქებურიამ.

ცნობისთვის, დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასხეს, რის გამოც სასესიო სხდომა შეწყდა.

მოგვიანებით კი საპარლამენტო უმრავლესობაში გაკეთდა განცხადებები, რომ ირმა ნადირაშვილმა და ლელა ქებურიამ დაასხეს სითხე, რის გამოც დეპუტატებმა და ჟურნალისტებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს.

მსგავსი თემები