არასამთავრობოების განცხადებით, სასამართლოს თავმჯდომარე პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს

​არასამთვრობო სექტორი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის დასახელებას საქართველოს მოქმედი  პრეზიდენტისგან დასახელებას ელოდება და აცხადებს, რომ პროცესი არ უნდა გაჭიანურდეს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე სულხან სალაძეს განცხადებით, კანდიდატის მოქმედი პრეზიდენტის მხრიდან დასახელება ერთადერთი გამოსავალია, რომ საქართველოს რეფორმებზე ორიენტირებული უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ჰყავდეს.

„უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარე პრეზიდენტმა უნდა დაასახელოს, რომელსაც შემდეგ პარლამენტი აირჩევს.  ყველამ კარგად ვიცით  იუსტიციის უმაღლესი საბჭოში არსებული რეალობა.

ამ ფონზე, ვფიქრობ ცალსახაა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევა უნდა მოხდეს დღეს არსებული წესით, რაც გულისხმობს, რომ პრეზიდენტმა უნდა წარადგინოს კანდიდატი. კანდიდატის წარდგენისას მნიშვნელოვანია, რამდენად ორიენტირებულია ის რეფორმებზე, რამდენად კარგად ესმის სასამართლო სისტემაში არსებული გამოწვევები,“  – უცხადებს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე.

აღნიშნულ პოზიციას სხვა არასამთავრობოებიც ეთანხმებიან და აცხადებენ, რომ პრეზიდენტთან კონსულტაციებში აქტიურად ჩაერთვებიან.

 

მსგავსი თემები