“არავინ იფიქროს, რომ „გახარია წადის“ ძახილით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხელისუფლება“- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ახალგაზრდების  დაწყებული გულწრფელი პროტესტი, პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილმა  სახელმწიფო ინსტიტუტებზე ძალადობრივი შეტევისთვის გამოიყენა.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება, დღემდე ზრუნავს, რომ დაშავებულ ადამიანებს ადეკვატური სამედიცინო დახმარება და რეაბილიტაცია ჩაუტარდეთ.

არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფომ ძალადობას ლეგიტიმური პასუხი გასცა.   

 „გსურთ თუ არა იცხოვროთ ისეთ ქვეყანაში და ისეთ სახელმწიფოში, სადაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელსაც საზოგადოებამ არჩევნებში არ დაუჭირა მხარი უმრავლესობით, არ ჩააბარა ხელისუფლება და არ მისცა მნიშვნელოვანი წარმომადგენლობა პარლამენტში,  შეუძლია ახალგაზრდების დილით დაწყებული გულწრფელი პროტესტი საღამოს გადააქციოს დემოკრატიულ ინსტიტუტებზე შეტევის ძალადობრივ მოქმედებად? თქვენ გსურთ ცხოვრება სახელმწიფოში, სადაც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს შეუძლია საღამოს ძალადობრივად შეიჭრას პარლამენტში დამოახდინოს სახელმწიფო კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფა? მიაღწიოს ცვლილებებს ძალადობით, საარჩევნოყუთის გვერდის ავლით?! არც ერთი დემოკრატიული საზოგადოება და სახელმწიფო არ მოითმენს იმას, რის მოთმენასაც ჩვენ გვთხოვდა ესპოლიტიკური ჯგუფი. არავინ იფიქროს, რომ „გახარია წადის“ ძახილით პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს მიიღებს ხელისუფლება“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები