“ამოვიდნენ სარდაფებიდან” – კახა კალაძე “ნაციონალურ მოძრაობაზე”

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციის მოთხოვნას, 5 კაციანი საკონსულტაციო ჯგუფის შექმნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ქვეყანაში არეულობა და დაპირისპირება შემოიტანოს.

„რასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას 5-კაციანი ჯგუფი? ეს არის დესტრუქციული ძალა, რომელიც ცდილობს ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა, შემოიტანოს დაპირისპირება. მთელი არჩევნების განმავლობაში პირდაპირ საუბრობდნენ რევოლუციაზე, გადატრიალებაზე, მაგრამ ქართველი ხალხი არის ბრძენი და შესაბამისი პასუხი გაეცა მათ არჩევნებზე”, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძე მზად არის 1 ლარად გადასცეს „ნაციონალურ მოძრაობას“ კონკრეტული ლოკაციები, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა.

“მიწისქვეშა პარკინგების მოწყობის საკითხზე ოპოზიციას, “ნაციონალურ მოძრაობას” ველოდები, 1 ლარად ვაძლევთ საჩუქრად, სად არიან? ამოვიდნენ სარდაფებიდან! მზად ვართ 1 ლარად გადავცეთ კონკრეტული ლოკაციები, სადაც შესაძლებელია მიწისქვეშა პარკინგების მოწყობა. რაც შეეხება ე.წ. ხრუშჩოვკებს, ჩვენ მოვითხოვეთ გარკვეული გარანტიები კომპანიებისგან, ვისაც ინტერესი ექნებოდა, რომ არ გამოვიდეს ისე, გადავცეთ ლოკაციები და მათ ვერ განახორციელონ პროექტი, ადამიანები გარეთ დაგვრჩნენ. იმ გარანტიებით, რაც მოთხოვნილი გვქონდა, კომპანიებმა არ გამოხატეს ინტერესი. გვაქვს ახალი წინადადება და დარწმუნებული ვარ, ინტერესი იქნება მათი მხრიდან”,- განაცხადა კალაძემ.

 

მსგავსი თემები