ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა იმპორტირებულია

“კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ყველა არის იმპორტირებული”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, სამი ახალი ინფიცირებულიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მსგავსი თემები