ავიაკატასტროფა ყაზბეგში – დაღუპულია სამი ადამიანი

ყაზბეგში, ყუროს მთის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო „რუმსის” კუთვნილმა ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რა დროსაც იქ მყოფი სამივე ადამიანი გარდაიცვალა. 

როგორც წყარომ “მთავარს” განუცხადა, გარდაცვლილები, ყაზბეგის სასტუმრო “რუმსში”,  “ბელბოად” – (შვეიცარი) , გიდათ და პილოტად მუშაობდნენ. ტრაგიკული ამბის შესახებ ინფორმირებულია გარდაცვლილთა ოჯახი. 

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე მაშველებმა, ცეცხლის გაჩენის თავიდან ასაცილებლად შემთხვევის ადგილი წყლით და შესაბამისი ხსნარით დაამუშავეს შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები. პოლიციამ და ექსპერტ-კრიმინალისტებმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაზბეგის მუნიციპალიტეტში კერძო ვერტმფრენის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი თემები