ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს. როგორც გაფრინდაშვილის მეუღლემ განაცხადა, რადგან ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო, საჭიროა სხვა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.

“ძალიან სამწუხაროა, რომ სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციების  ჩართულობამ, შედეგი ვერ გამოიღო და ვაჟა ისევ საპატიმროში რჩება. მისი სასამართლო გადაიდო 20 დეკემბრამდე. ეს ყველაფერი, ალბათ, რაღაც ხარვეზებზე მიგვითითებს, რომელიც გამოსასწორებელია. ჩვენ, მისი ოჯახი და მეგობრები, ვაკეთებთ მაქსიმუმს. სახელმწიფოს ამ ჩართულობამ და საერთაშორისო ორგანიზაციების ხმაურმა, რადგან შედეგი არ მოგვცა, ჩვენ თვითონ ჩამოვყალიბდით, რომ საჭიროა უწყებათაშორისო კომისიის შექმნა. ამ კომისიაში უნდა შევიდნენ ოჯახის წევრები, მეგობრები. პირველად ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, რათა მან დააკორექტიროს ეს ყველაფერი. შეიყვანოს ამ საკოორდინაციო საბჭოში ის უწყებები, რომელთაც ხელეწიფებათ ამ საქმის გადაწყვეტა. მიუხედავად დაპირებისა, შედეგი ნული”, – განაცხადა დაკავებული ექიმის მეუღლემ, თამილა ლაფანაშვილმა განაცხადა. 

თამილა ლაფანაშვილის ინფორმაციით, კვირას, რესპუბლიკის კოედნიდან – საოკუპაციო ხაზამდე მშვიდობიანი მსვლელობა გაიმართება.

“რადგან ამდენმა მოლაპარაკებებმა და თბილ ოთახში ლაპარაკმა შედეგი არ მოგვცა, სამედიცინო საზოგადოება, ყველა ადამიანი, მიუხედავად პარტიული, რელიგიური და ეთნიკური კუთვნილებისა, რომელსაც გული შესტკივა პატრიოტი ადამიანის ტყვეობაში ყოფნაზე, ვიკრიბებით კვირას 11:00 საათზე, რესპუბლიკის  მოედანზე და გავდივართ საოკუპაციო ხაზთან. უნდა დავანახოთ ჩვენი მშვიდობიანი პროტესტის ძალა”, – განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.

მსგავსი თემები

One Thought to “ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასა და პრემიერთან შეხვედრას ითხოვს”

  1. suba suba

    gejqOf This is one awesome article post.Really looking forward to read more. Cool.