„იმიჯი უკვე შელახულია, ფინალი როგორი იქნება, არავის აინტერესებს“ – თამარ ივერი ბასილაშვილს სოლიდარობას უცხადებს

„როდესაც რაღაც გიხდება შენს ქვეყანაში სკანდალური იქ მერე უკვე ფინალი, რომ გამართლდი, აღარავის აინტერესებს“ – ამის შესახებ ქართველმა საოპერო მომღერალმა თამარ ივერმა „მედიაცენტრ მთავრში“ განაცხადა.

თამარ ივერი ბასილაშვილსა და მის ყოფილ მეუღლეს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და თვლის, რომ ჩოგბურთელის, რო მ მომხდარმა ჩოგბურთელის იმიჯი შელახა.

„ფაქტია, რომ როდესაც ამდენ თანხას ითხოვ, მეუღლეს ფუფუნებაში ჰყავხარ და კბილებით იცავდი ამ ქორწინებას, ესეიგი ანგარებაზე ხარ დამოკიდებული, არის ბევრი გარემოებები, საიდანაც ეს მიდგომა ვიგრძენი, ისიც საინტერესოა კადრები, რაც გავრცელდა ამ კადრებს წინ რა ტექსტები უძღოდა. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ვიდეოკადრები თუ არსებობს რა ნიადაგზეა წარმოშობილი, რადგან ხდება, რომ ადამიანს გამოიყვან მდგომარეობიდან და შემდეგ მის ქმედებას იწერ.

როდესაც ადამიანი, რომ ცნობილია, ძალიან დიდი პრეცედენტები არსებობს, რომ გამოჰყავთ წყობიდან ეს ადამიანები, შემდეგ უჩივიან და მილიონებს სთხოვენ, მსგავსი საკუთარ თავზეც გამომიცდია. ეს თავის გაპიარების შესანაშინავი საშუალებაცაა და ცხოვრების მოწყობისაც, როდესაც გაიჟღერა აზრმა, რომ წლების მანძილზე კარიერის დანგრევით ემუქრებოდა, ცხადია იფიქრებ ამას.

იმიჯი უკვე შელახულია, როდესაც რაღაც გიხდება შენს ქვეყანაში სკანდალური, იქ მერე უკვე ფინალი, რომ გამართლდი, აღარავის აინტერესებს, მთავარია მსოფლიოს პრესაში გაიჟღერა ამ სკანდალმა, ეს ლაქა უკვე მოგეცხო და გაზიანებს“- განაცხადა თამარ ივერმა „მედიაცენტ მთავარში.“


“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები